ლეიბორისტული პარტია

ნათელაშვილი: საპატრიარქო უნდა იყოს პროქართული, პროღმერთისტული, პროქრისტიანული

საპატრიარქო ყოველთვის ყველა მთავრობის გვერდში იდგა. ერთადერთი არ დაუდგნენ გვერდით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას და ცნობილი კატასტროფით დამთავრდა ეს ყველაფერი. არც ერთხელ საჯაროდ არ გამოუხატავთ სიმპათია ოპოზიციის მიმართ. კი მაგრამ, ოპოზიციონერი კი ვარ, მაგრამ ათიდან ერთ სიმართლეს მაინც ხომ ვამბობ და იმ ერთ სიმართლეში მაინც დამიჭირე მხარი. რომ ვამბობ, რომ ხელფასი ხალხს, პური ხალხს, მკურნალობა ხალხს... ეს ხალხი შენი მრევლი ხომაა? ამაზე არ უნდა ამოიღო ხმა? 

რა თქმა უნდა, საპატრიარქოში, სამწუხაროდ, არსებობს პრორუსული ფრაქცია, საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი, რომელიც აკეთებს რუსეთის საქმეს და რომელიც პრაქტიკულად იმართება რუსეთის საპატრიარქოს მიერ და უახლოვდება ეგზარქოსობის ინსტიტუტს. 

ჩვენ გვჭირდება ეროვნული საპატრიარქო, რომელიც არავისტი არ იქნება. როგორ შეიძლება საპატრიარქო იყოს პრორუსული, პროამერიკული, პროევროპული? პროქართული უნდა იყოს, პროქრისტიანული, პროღმერთისტული უნდა იყოს. სად გაგონილა, პოლიტიკური ორიენტაციები შიგნით და გარეთ ჰქონდეთ ღვთისმსახურებს?!

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და ნაძალადევის ოლქში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა, ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა.

კომენტარები