კორონავირუსი

გამყრელიძე: არ უნდა მივიდეთ იმ დონემდე, როცა ჯანდაცვას ინფიცირებულთა მართვა გაუჭირდება

სამედიცინო საზოგადოების და ჯანდაცვის სისტემის უპირველესი მოვალეობაა, რომ ყველა გამოწვევას შესაბამისად შეხვდეს, მაგრამ მოგეხსენებათ, ამოუწურავი რესურსები არ არსებობს, მათ შორის ჯანდაცვის სექტორში. ამიტომ, რა გახლავთ ასეთი რაოდენობა, რიცხვებში არ გამოიხატება.

რა თქმა უნდა, პროგნოზირების რამდენიმე სცენარი გვაქვს. ჯერჯერობით, ხედავთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უმკლავდება დღიურად, დაახლოებით, 2 000 შემთხვევას, ამიტომ, მე ვფიქრობ, არ მივალთ იმ სტატიამდე, როცა გეგმა ბ-ს ამუშავება იქნება საჭირო. ჯანდაცვის სექტორმა უნდა გაუძლოს. 

ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, Ipn-ის კითხვას, ინფიცირების რა რაოდენობის შემთხვევაში გაუჭირდება ჯანდაცვის სისტემას ეპიდემიის მართვა.

კომენტარები