კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ბევრი სურათი იყრება სოციალურ ქსელში — ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი

თუ პირბადის ტარების კულტურა მყარად დაინერგება, დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენ, სულ მცირე, გავანახევრებთ ახალ ინფიცირებულთა ყოველდღიურ რაოდენობას.  

დავიცვათ პირბადის ტარების კულტურა, დისტანცია, ხელების დაბანა და არა დიდი შეკრებები. 

დღესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი სურათი იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში - ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, ისევ დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი. კარგია, ბევრი იყოს ქორწილი ქვეყანაში, მაგრამ თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები