კორონავირუსი საქართველოში

გახარია: უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ეპიდემიის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენებას ცდილობენ

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულდება. განსაკუთრებით ეს აშკარაა და სახეზეა ევროპაში. ჩვენთანაც ქვეყანაში, სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. 

ყველას მოგვეხსენება, რომ ჩვენ ამავე დროს ვიმყოფებით წინასაარჩევნო პროცესში. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ არჩევნები გვაქვს. სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალურ ეპიდემიასაც პოლიტიკური ინტერესების ჭრილში ცდილობს, რომ გამოიყენონ. მე მინდა, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოვუწოდო უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ. მოდი ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ერთად დავიცვათ წესები და ერთად მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ვატაროთ პირბადე. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი გზა ნაკლები შეზღუდვებისკენ. წესების დაცვა არის ერთადერთი სწორი ბალანსი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის და მინიმალური ზიანის მიყენების ეკონომიკისთვის. 

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და ვხედავთ, რომ ეს რამდენიმე დღე, რომელიც დარჩა არჩევნებამდე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა საარჩევნო უბანზე სრულად იქნება დაცული ის წესები, რომელიც ეპიდემიოლოგების მიერ იყო დადგენილი. ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა დავანახოთ მსოფლიოს, კოვიდის პირობებში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო, დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება როგორ შეგვიძლია აქ, საქართველოში.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები