გახარია: კიკაბიძეზე უაღრესად დამწყდა გული, ესაა ენმ-ს ხელწერა, ამ ასაკის კაცი იქ რომ გამოგყავს

ორ რამეს ვიტყვი. პირველი, რომ უაღრესად ადამიანურად დამწყდა გული.

მეორე, ქვეცნობიერია, ხალხო, ჩვეულებრივი ქვეცნობიერია, არაფერი არ მოხდა, სანამ სოციალურ მედიაში არ ატყდა ერთი ამბავი, ვერც მოიფიქრა იქ მდგომმა ერთმა ადამიანმა, გამოსულიყო და რაღაცა კომენტარი გაეკეთებინა. სოციალურ მედიაში რომ ატყდა ერთი ამბავი, მერე დაიწყეს რაღაც უხერხული ვერსიების მოძებნა, ამიტომ არის ეს ქვეცნობიერი, დარწმუნებული ვარ ამაში.

რაც შეეხება იმას, რატომ დამწყდა გული. ბუბა კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, ადამიანი ასაკში... აი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, როდესაც ცალკე აღებული ადამიანის ბედი არავის ადარდებს, ამ ასაკის ადამიანი იქ რომ გამოგყავს, ამღერებ, ასეთი მორალური და ემოციური დარტყმის ქვეშ აყენებ, შემდგომ, რაც წლების განმავლობაში შეუქმნია, გაუკეთებია, რეპუტაცია ან ხალხის სიყვარული დაუმსახურებია, ამ ერთ საღამოში [დაკარგა], სამწუხაროდ...

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველი ნომრის, ბუბა კიკაბიძის აქციაზე ქართულ-რუსულად სიმღერაზე. პარტიის წევრებმა ეს ფონოგრამის შეცდომით ახსნეს, ბუბა კიკაბიძის თქმით კი, ავტომატურად იმღერა მეორე სტროფი რუსულად. იქამდე, მისი განმარტებით, რუსულად იმისთვის იმღერა, რომ "გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ."
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები