არჩევნები 2020

ბოკერია: ჩვენი ვალია, ერთად დავუპირისპირდეთ ივანიშვილს და ბოიკოტი გამოვუცხადოთ პარლამენტს

საზოგადოებამ, ვინც ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ მოვლენებს ამდენი წლის განმავლობაში იცის, რომ პირადად მეც და მთლიანად ევროპული საქართველოს გუნდიც ასეთ საკითხებში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საპარლამენტო ცხოვრებას, მონაწილეობას სახელმწიფო ინსტიტუტებში და ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როცა ძალიან მწარე მარცხი, არალეგიტიმური მეთოდებით, მათ შორის, მიგვიღია და ამის გამო ან ემოციურად არ შეგვშინებია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლება, რადიკალურ მომხრეს შენსას არ მოეწონოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხარისხი უზურპაციის ძალაუფლების ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან, დაშინებით, მოსყიდვით და მანიპულაციებით და ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი არგუმენტები იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ იზოლაცია ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიში,  პოლიტიკურად მომაკვდინებელი რეჟიმის, რასაც ივანიშვილი ჰქვია. სწორედ ამიტომ, იქნა ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიღებული ბოიკოტზე ამ პარლამენტის და ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს კაცი და მისი გარემოცვა პოლიტიკური კლოუნების, რომელმაც საქართველოს თავს მოახვია ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად საშიში ტენდენცია სრული მონოპოლიზაციის ძალაუფლების, დაშინების ძალადობის, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მოსყიდვის. 

ჩვენი ვალია, ერთიანად დავუპირისპირდეთ ყველა ამას. მათ შორის იმით, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ პარლამენტს და მათ შორის, იმით, რომ შემდეგი დღეების, კვირების, თუ საჭიროა მეტის განმავლობაში, ამ საკითხში იყოს სრული ერთიანობა. ესე უნდა გავტეხოთ ეს რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გველის კიდევ უფრო მძიმე დარტყმები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ვალია, რომ ამ საკითხში ვიყოთ მტკიცეები. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური და ერთსულოვანი პოზიცია. 

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. ევროპულმა საქართველომ უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

კომენტარები