ახალი კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პროგნოზების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ მზარდი დარჩება

შემოდგომის სეზონზე შემთხვევათა ზრდა ფიქსირდება და ეს მოსალოდნელიც იყო ყველა რეგიონში. პროგნოზების მიხედვით, ეს ზრდა კვლავ მზარდი დარჩება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე ყურადღების მიქცევა მთავარია.

ჩვენ ყოველთვის ვასახელებთ პრევენციული ღონისძიებებიდან 5 მთავარ ღონისძიებას, ამიტომ მოსახლეობა განსაკუთრებით დიდი ყურადღებით უნდა იყოს, რომ ვატაროთ ყველამ პირბადე უკვე არამხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. ეს გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი ინსტრუმენტი კორონავირუსული ინფექციის პრევენციის.

მეორე მთავარი პრევენციული ღონისძიება არის დისტანცია. საუკეთესოა მეტრნახევარი, ორი მეტრი...

მესამე მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ხელების ხშირი დაბანა და ზოგადი სანიტარული წესრიგის დაცვა...

შემდეგი გახლავთ ყველა შეკრების და ეს შეკრება უნდა იყოს ძალიან შეზღუდული, 6-10 ადამიანი, უფრო ხშირად გარეთ, ვიდრე შინ და დახურულ სივრცეებში...

მეხუთე და მთავარი რეკომენდაცია გახლავთ თავის არიდება ყოველგვარი დიდი თავშეყრებისგან, იქნება ეს სადღესასწაულო თუ სხვა სარიტუალო, რადგან ეპიდაფეთქებების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლავთ ის, როცა ადამიანები იკრიბებიან და არის დიდი თავშეყრები...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

კომენტარები