ეკონომიკა

თურნავა: გლობალური კეთილდღეობის ინდექსში საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

რაკიღა ვსაუბრობთ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს არის საერთაშორისო რეიტინგები. ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს სიახლე, ამ ბოლო პერიოდში კიდევ ერთ საერთაშორისო რეიტინგში ჩვენი ქულების გაუმჯობესების შესახებ გახდა ცნობილი. საქმე ეხება გლობალური კეთილდღეობის ინდექსს, სადაც საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 100%-დან 61.8%-ს მიაღწია და ეს არის ქულების გაუმჯობესება, რის შედეგადაც ჩვენ შევინარჩუნეთ 53-ე ადგილი, ეს არის მართლაც ჩვენი ისტორიული მაქსიმუმი. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლამდე საქართველო ყოველთვის 60 ქვეყანას მიღმა იყო, ეხლა კი საკმაოდ ისეთი, კარგი პოზიცია გაგვაჩნია მიუხედავად კოვიდისა. რა თქმა უნდა ჩვენ არ გვინდა იმის თქმა და არ ვამტკიცებთ, რომ ქვეყანაში სუფევს კეთილდღეობა, ჩვენ შორს ვართ აქედან, რადგან ძალიან დიდი პრობლემებია გლობალური პანდემიით გამოწვეული და ჩვენ ბევრ სირთულეს ვუსწორებთ თვალს და ვუმკლავდებით, მაგრამ ეს რეიტინგი ასახავს ჩვენს სწორ გზას, ძალისხმევას და სწრაფვას სიღარიბიდან კეთილდღეობამდე. 

კომენტარები