კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: მობილიზებული საწოლფონდით ორჯერ დიდი ქვეყნის მომსახურება შეიძლება

ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმის შესახებ, თუ რა კატეგორიის პაციენტები არიან დღესდღეობით საქართაველოს კლინიკებში განთავსებული. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ არაერთი ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად გვაქვს დაგეგმილი საქართველოში საწოლფონდის მობილიზაცია მისი ხარისხობრივი პროპორციით და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით, შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არის, ისევ და ისევ, საწოლფონდის სწორად მართვა, როგორც ასაკობრივ, ასევე იმ ქრონიკული დაავადებების ჭრილში, რომელიც შეიძლება პაციენტს ჰქონდეს თანმხლებად...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები