კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: დღეში 4 000 შემთხვევაზე უფრო მეტი გვაქვს, 4 000-ს სიმპტომები აქვს და ვლინდება

პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ 4 000-მდე არ გვაქვს. უფრო მეტი გვაქვს. 4000 ეს არის, რაც ვლინდება და დიაგნოსტირდება. რომ დაგისახელეთ HealthMetrics-ის კვლევები, იქ შეგიძლიათ, ნახოთ, ისინი გვეუბნებიან, რომ მეტი გვაქვს. 

ეს 4 000 ის ადამიანებია, ვისაც სიმპტომები აწუხებს, მიდიან დასატესტად და ასე შემდეგ. დანარჩენების უმრავლესობა არის ან უსიმპტომო, ან მსუბუქი შემთხვევები, რომლებსაც გადააქვთ სახლში და მათი დიაგნოსტირება არ ხდება. ეს არ არის მხოლოდ კოვიდის დროს, ეს ხდება გრიპის დროს, სხვა ვირუსული ინფექციების დროს, სხვა დაავადებების დროს...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ყოველდღიურ შემთხვევებზე.

კომენტარები