კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე საპენსიო დანაზოგზე: ვინაიდან მოსახლეობა ითხოვს, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს

ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვიმსჯელია, მაგრამ ვთვლით, რომ ეს არის ხანგრძლივ პერსპერტივაზე გათვლილი რეფორმა და, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვაზე მეორეჯერ აღარ დაგვიყენებია. თუმცა, საინტერესოა, ვინაიდან ეს მოსახლეობის მოთხოვნაა, დავაყენებ კიდევ ერთხელ საკითხს და ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება მოქალაქეების სურვილზე, რომ საპენსიო სქემა გახდეს თავისუფალი და ვისაც აქვს სურვილი და საჭიროება, ეს თანხა გამოიყენოს კრიზისულ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ პარტია ევროპულმა საქართველომ მთავრობას ამ წინადადებით ჯერ კიდევ მარტში მიმართა და მოუწოდა, ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები დაუბრუნოს.

კომენტარები