კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: ხშირია, როცა პაციენტს ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს, შესაბამისად, ხედიც შესარჩევია

ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის ხშირი შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია. ამითი არ უარვყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული, ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები