კორონავირუსი საქართველოში

სააკაშვილი შეზღუდვებზე: ახალ წელს, არდადეგებზე მიდის ეს ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს?

სრულიად აბსურდული, არალოგიკური და რა თქმა უნდა, თავიანთი ტყავის გადარჩენისთვის მიღებული გადაწყვეტილებაა. სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ. 

მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით. 

ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში ზღუდავს, როგორც გადაადგილების უფლებას, ისე მთელ რიგ ეკონომიკურ საქმიანობებს.

კომენტარები