კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რთული დეკემბერი იქნება, ძალიან საგანგაშო ციფრებია, დავიცვათ რეკომენდაციები

ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის. ევროპაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო კიბოს, ინსულტს და გულის იშემიური დაავადების შემდეგ მეორე ადგილზეა. 

სერიოზულ პრობლემასთან არის საქმე, მათ შორის ჩვენთანაც. მივდიოდით კარგად სექტემბრის სადღაც 10-მდე და დღეს ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ, 100 000 მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვით. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო ციფრებია და ამას უნდა გავუწიოთ ანგარიში. ამ სამი კვირის განმავლობაში, რაც ეს შეზღუდვები იქნება, გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, გავუძლოთ ამ სირთულეებს. სხვა გამოსავალი არ არის, ადამიანის სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ფორმულას ეთერში. დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 801 ახალი შემთხვევა.

კომენტარები