ახალი კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჯერჯერობით შემთხვევების კლებას ნამდვილად არ ველოდებით

[დამატებითი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ] ველოდებით, რომ დასტაბილურდება სიტუაცია, დეკემბრის მეორე ნახევარში მატება აღარ გვექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს ნელ-ნელა კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით.

ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კითხვას, თუ როდის და რა გამოიღებს შედეგს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან ამოქმედდება.

კომენტარები