დავითგარეჯის საქმე

მელაშვილის ცოლი: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასამართლო არ გვაქვს, უსამართლობაა

კიდევ ერთხელ მოხდა უსამართლობა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასამართლო არ გვაქვს. ამას არ ჰქვია სასამართლო. არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეტყობა ზემოდან არის დავალება ასეთი და როგორც უნდათ, ისე წყვეტენ ყველაფერს. ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო, რომ გამოეშვათ ეს ხალხი და დაპატიმრების საფუძველი საერთოდაც არაა...

ასე აფასებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი უფროსის, ივერი მელაშვილის ცოლი , თამარ სულაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 214 თავდების მიუხედავად, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები