ახალი კორონავირუსი საქართველოში

მეუფე ნიკოლოზი ერთი კოვზიდან ზიარებაზე: რწმენის შეცვლას ვირუსის გადადება მირჩევნია

იმაზე კი არაა ლაპარაკი, გადაგედება ვირუსი თუ არა, შეიძლება გადაგედოს თუ არა. აქ ფანატიზმზე კი არაა ლაპარაკი, პრიორიტეტებზეა ლაპარაკი. ჩემთვის ეს არის სისხლის [ზიარების ღვინო] და თუნდაც რომ გადამედოს აქედან, მე მირჩევნია გადამედოს, ოღონდ არ შევცვალო ჩემი სარწმუნოებრივი დამოკიდებულება. ამაზე, პრიორიტეტებზეა ლაპარაკი...

ამბობს მეუფე ნიკოლოზი რუსთავი 2-ის ეთერში კორონავირუსის ეპიდემიის პარალელურად ზიარებისას საერთო კოვზის გამოყენებაზე.

კომენტარები