არჩევნები 2020

ხაზარაძე: ცვლილება მოხდება, თუ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას

ნუ ვიქნებით ილუზიაში, ქართული ოცნება შეთანხმებებს არ შეასრულებს. სამწუხაროდ, ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ დაპირებები და მერე მწარე ტყუილში გადათარგმნილი ის დაპირებები. ანუ, ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, არათუ სახელმწიფოსა და მოსახლეობის მიმართ, არამედ საკუთარი თავის მიმართაც. მათ შეუძლიათ, დღეს მოიტყუონ, ხვალ საწინააღმდეგო თქვან. ამიტომ, ილუზიებში ნუ ვიქნებით, რომ რაიმე შეიცვლება, მე ვფიქრობ, შეიცვლება ერთადერთი გარემოების გამო, თუ ყველა ერთად დავიცავთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას, იმას, რაც წაგვართვეს, ეს არის გაყალბებული არჩევნები, ეს არის უსამართლობა, ეს არის ჯიბის პროკურატურა, ეს არის ჯიბის სასამართლო, რომელიც ივანიშვილმა ჩაიჯიბა. სამწუხარო ფაქტია, რომ ქართულ ოცნებაში შემავალი ადამიანები არიან მძევლები პრაქტიკულად, იმიტომ რომ ისინი ხო თავისუფლად, მათი ლიდერის საწინააღმდეგო აზრს ვერ აფიქსირებენ. ეს არის უბედურება დღევანდელი ყოფის, რომ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით ხდება საკითხების შექმნა...

ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, ტელეკომპანია მთავარის ეთერში ისაუბრა.

კომენტარები