ცერცვაძე: პროტექციონიზმი ალბათ არის, თქვენ რა გგონიათ, მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი?

მე იმდენად დაკავებული ვარ, 100-მდე კლინიკა მუდმივად ონლაინ ან სატელეფონო კავშირშია ჩვენთან, მუდმივად გვთხოვენ რჩევებს, რომ ამისთვის დრო არ მრჩება, მაგრამ ალბათ არის ასეთი, ალბათ.

თქვენ რა გგონიათ, მსოფლიოში არ არის ეს ფენომენი? ყველგან არის, მაგრამ რაც უფრო ცივილიზებული სახელმწიფოა, რაც უფრო კანონმორჩილი და დიდი ტრადიციები აქვთ დემოკრატიის, იქ ნაკლებია, თორემ ყველგან არის, პროტექციონიზმი რა ამერიკაში არაა, გგონიათ? – ყველგანაა...

 

ასე პასუხობს პალიტრანიუსის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კითხვას, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ კლინიკებში მხოლოდ პრივილეგირებული პირები ხვდებიან და ამისთვის ნაცნობობაა საჭირო.

კომენტარები