კორონავირუსი საქართველოში

თურნავა: 300-ლარიანი დახმარება არაა საკმარისი, მაგრამ ეს შეგვიძლია, მერე სამუშაოებიც აღდგება

არ არის საკმარისი, 300 ლარი ნამდვილად არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია.

ასევე, შეგახსენებთ, რომ ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ, დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს. იმდენად აქტიურად ითხოვს სავაჭრო სექტორი მალე გახსნას, არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ, ისინი ამბობენ - ვიმუშავებთ, გაგვხსენით.

აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები, სანამ გვიწევს ამ შეზღუდვის განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით, მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ეს არის ის, რისი გაღებაც შეგვიძლია, რადგან უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ზოგადად ანტიპანდემიური მიმართულებით, შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან თავის სამუშაო ადგილებს და მიიღებენ შემოსავალს ჩვეულებრივი გზით...

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 300-ლარიან ერთჯერად დახმარებაზე.

კომენტარები