კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ტიკარაძეზე: საქმიანობით კმაყოფილი ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო

კმაყოფილი ვარ. ვიცი იყო კრიტიკული შენიშვნები, დაპირისპირებები, მაგრამ მე ისიც ვიცი, რა შეუძლია ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს და რას ვაკეთებდით წინათ, სხვა ჯანდაცვის მინისტრების პირობებში. მიმაჩნია, რომ მეტის გაკეთება ძნელია. ახლა კმაყოფილი, მე თუ მკითხავთ, პირადად არ ვარ, ჩვენი პირადი ურთიერთობა კარგი არ იყო, ახლა ნორმალურია. მე ვტოვებდი სამსახურს და მივდიოდი. მიზეზი სხვადასხვა ფაქტორი იყო, ძირითად ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ 10 წელია, შენობა არ გვაქვს და გვიწევდა არაადამიანურ პირობებში მუშაობა. COVID-ის ფლაგმანი ვიყავით, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გვქონდა ფლაგმანის და პირობები გვქონდა ყველაზე უარესი.

შენობის პრობლემა 10 წელი ვერ გადაჭრა ვერავინ, ახლა გადაჭრა, მან კი არა, პრემიერმა გადაჭრა, მთავრობა ჩაერია და მთავრობამ გადაჭრა.

ამბობს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაზე რ2-ის ეთერში კითხვაზე, არის თუ არა კმაყოფილი ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის მუშაობით. ცერცვაძესა და ტიკარაძეს შორის დაპირისპირება ინფექციური საავადმყოფოს შენობის ინფრასტრუქტურულ გაუმართაობასთან დაკავშირებით წარმოიშვა, რის გამოც ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა.

კომენტარები