კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: გუშინ 7 000-იანი მიტინგი ჰქონდათ, დღეს გამოვარდნილი არიან და ღელავენ შემთხვევებზე

ეკონომიკით ათჯერ ძლიერი ქვეყნებს უჭირთ გამკლავება გამოწვევასთან, რასაც პანდემია ჰქვია. 

[...] 99% შემთხვევები მართულია ისე, როგორც უნდა იყოს მართული და გვაქვს სამწუხარო, ძალიან ერთეული შემთხვევები, სადაც ვერ მოხერხდა გამკლავება და უსერიოზულესი, თუმცა მაინც პრობლემები, შეცდომები და ხარვეზები გაიპარა, ესეც არ ვიცი, არკვევს შესაბამისი ორგანოები.  

ეს ხალხი დღეს და ღამეს ათენებს, ცუდი შედეგი არავის არ უხარია და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველდღე. კი არ უნდა ვაბულინგოთ და სტრესის ქვეშ ვამყოფოთ ექიმები.  

ვინმეს წარმოედგინა საქართველოში ერთი წლის წინ, რომ დღეში უმძიმესი ვირუსით 5 000-ზე მეტი ინფიცირებული გვეყოლებოდა და მთლიანად არ ჩამოინგრეოდა სისტემა? როცა ამას ვერ უძლებს გაცილებით ძლიერი ქვეყნები. 

[...] გუშინ რომ 7 000-კაციან მიტინგებს აწყობდნენ და ეს ხალხი რომ დღეს გამოვარდნილია და ძალიან ღელავს ამ შემთხვევებზე, ამათი სიმართლის არ მჯერა. ეს მართლა იგივეა, ჯარისკაცებს დაუწყო ლანძღვა ომში და კამპანია აწარმოო საკუთარი ჯარისკაცების და მათი მეთაურების წინააღმდეგ. გაჩუმდნენ და ნუ უგონებენ მაინც. გასაკრიტიკებელს აკრიტიკებენ, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ნუ უგონებენ მაინც. 

ამბობს ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერი, მამუკა მდინარაძე იმედთან ინტერვიუში ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზე საუბრისას.

კომენტარები