ე.წ. პოლიციის რეიდები

ჭიკაიძე ე.წ. რეიდებზე: ჩემი ინიციატივით მოსახლეობას უხერხულობას არ შევუქმნიდი

მე საზოგადოების დაკვეთის გარეშე არ ვმოქმედებ. ჩემი ინიციატივით არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რომ საქართველოს მოსახლეობას უხერხულობა შევუქმნა. ამ შემთხვევაში, ვიხელმძღვანელე საზოგადოების დაკვეთით და განვახორციელე პოლიციური კონტროლი, რაც ძალიან დროული იყო. გარკვეულმა ტენდენციურმა ძალებმა შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდა. ასეთი სპეკულაციებით შეეცადნენ სამინისტროს იმიჯის შელახვას, მე მოვთხოვე ჩემს თანამშრომლებს, რომ ყველა კანონდარღვევაზე მოახდინონ ადეკვატური რეაქცია.

განაცხადა შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ალიასთან საუბარში ე.წ. პოლიციის რეიდებთან დაკავშირებით.

კომენტარები