ლარის კურსი

კვირიკაშვილი: ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საპანიკო არ არის

ინვესტიციების მიმართულებით ჩვენ წელს მინიმუმ შარშანდელ მაჩვენებელზე გავალთ აუცილებლად წლის ბოლოსთვის. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, უამრავი ფაქტორი ახდენს ლარის კურსზე გავლენას და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვეს იმ სპეკულაციებსა და პანიკებს, რაც ბაზარზე ხდება. ეროვნული ბანკი, რამდენადაც ვიცი, ახორციელებს ზომიერ ინტერვენციებს იმისთვის, რომ ნახტომისებური ცვლილებები არ მოხდეს და მე მგონია, ამის იქით სახელმწიფოს ჩარევა არ არის მიზანშეუწონელი და ასევე მოვუწოდებ ყველას, რომ არ იყოს პანიკა, რადგან პანიკა ასეთ შემთხვევაში პირიქით, ცუდად მოქმედებს და არაფერი საპანიკო ამ მიმართულებით ნამდვილად არ არის.

განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით.

კომენტარები