უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

გვენეტაძე: პოლიტპატიმრების საკითხზე ევროსაბჭოს სტანდარტით ვხელმძღვანელობდით

თვითონ ტერმინი "პოლიტპატიმრობა" სულაც არ ნიშნავს პოლიტიკურ რაკურსში საკითხების გადახედვას. იმ ადამიანების უფლებების დარღვევის დროს ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც მათ აძლევდა პოლიტიკური პატიმრის რანგს, ეს არის საკითხი, ამიტომ აქ რაღაცა ჩემი პოლიტიკური ხედვები საერთოდ გამორიცხული და დაუშვებელი იყო. სტანდარტი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, იყო ევროსაბჭოს რეზოლუციით შემოთავაზებული სტანდარტი. აქ რაიმე ჩემი კერძო პოლიტიკური ხედვები აბსოლუტურად უადგილოა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად წარდგენილი ნინო გვენეტაძე, 2012 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხების შემსწავლელი 14-კაციანი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო. სწორედ ამ კომისიის მიერ შედგენილი სიის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა, 77 ხმით 14-ის წინააღმდეგ, მიიღო დადგენილება "პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე", რომელსაც თან ახლავს პოლიტპატიმრების 190-კაციანი და პოლიტიკური ნიშნით დევნილების 25-კაციანი სია.

კომენტარები