სავიზო რეგულაციები

მშვენიერაძე სავიზო რეგულაციებზე: წლები დასჭირდება ნდობის აღდგენას

ასეთი კანონები რომ ყოფილიყო მანამდე სახელმწიფოში... როცა ვთქვათ, ახალი ხელისუფლება მოდის, ცვლის და იწყებს მის ლიბერალიზაციას, ანუ თავისუფლების მაღალი ხარისხი შემოაქვს სახელმწიფოში, ეს ნაბიჯი ყოველთვის აღიქმება, როგორც ნიშანი, სიგნალი, მწვანე შუქი ახალი ინვესტორებისათვის. როცა სიგნალს იღებ პირიქით, რომ რაღაც იყო დაშვებული და უკვე აიკრძალა, ეს არის მესიჯი, რომლის აღმოფხვრასაც სჭირდება არამხოლოდ კანონების ცვლილება... დღესვე რომ შევცვალოთ ყველა ის კანონი, რაც შეცვალეს და გაამკაცრეს რეჟიმი, წლები დასჭირდება ნდობის აღდგენას. ეს ნდობა დაიკარგა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ის, რასაც ეკონომიკა შეჰყავს ჩიხში.

 

განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები