ხიდაშელი სამთავრობო ცვლილებებზე

ხიდაშელი: ეკონომიკის ან ფინანსთა მინისტრის შეცვლა სუპერპოპულისტური იქნებოდა

სუპერპოპულისტური და სუპერპოპულარული იქნებოდა, რომ დღეს აქ, სხდომათა დარბაზში ახლა მთავრობის შემადგენლობაში იყოს შეცვლილი ფინანსთა, ეკონომიკის და კიდევ რომელიმე მინისტრი, ვის შეცვლასაც ითხოვთ. მაგრამ გაიგოს ყველამ, მთელმა საქართველომ, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, რომ ეს არ არ არის სუპერპოპულისტური ან შუალედურად პოპულისტური ან რამენაირად პოპულისტური მთავრობა. ჩვენ არ დავდივართ ადვილი გზებით და არ ვართ პოპულისტები. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია, რომ იმ მომენტში არის ყველაზე სწორი და ადეკვატური. ამაზე 4 წლის შემდეგ ყველანი ერთად წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე და პასუხს ვაგებთ

განაცხადა თინა ხიდაშელმა იმედის ეთერში, გადაცემა რეაქციაში

კომენტარები