ლარის გაუფასურება

პრემიერი ლარზე: სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი

მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც [მიმართავს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს] გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლარის გაუფასურებას მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

კომენტარები