ლარის გაუფასურება

პრემიერი ლარზე: მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე ფინანსთა მინისტრის პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში. ისინი მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს და ბერკეტებს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად სრულად გააკონტროლებენ. მთავარია, ახლა ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს, დანარჩენ პროცესს ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება და დასტაბილურება. როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავროვო სექტორს, ექსპერტებს, ყველას მინდა მივმართო, რომ აქ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე მთავარი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დაუშვებელია ეროვნულ ვალუტაზე ასეთი პასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები