რუსული კანონი

გირჩი TV-ს თანამშრომლის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა

გირჩი TV-ის თანამშრომელ, გიორგი მოსიაშვილის სახლში დღეს კრიმინალური პოლიცია შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას გირჩის პიარ-მენეჯერი, ანა ყურაშვილი ავრცელებს. 

"გირჩი ტივის თანამშრომელს და ჩვენს წევრს - გიორგი მოსიაშვილს, თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. 

10 მაისს, გიორგი მოსიაშვილს სამთავრობო არხმა, ტელეკომპანია იმედმა, მათი მტკიცებით ფარული ჩანაწერი გაუვრცელა, სადაც მათი ინფორმაციით მოსიაშვილი გზების და შენობების პიკეტირებაზე ლაპარაკობს.

იმავე დღეს მოსიაშვილმა სამთავრობო არხის მტკიცებით "ფარულ ჩანაწერებს" დამონტაჟებული უწოდა. 

"რა სიბინძურეც ჩემზე გაავრცელეს პროპაგანდისტულმა არხებმა, ძირითადი ნაწილი არის დამონტაჟებული და სიტყვები ჩაკერებული თან არის ძველი ჩანაწერი. მაგრამ ესენი რომ უნდ წავიდნენ და გმირთა მოედანს რომ ვკეტავთ მაგას საჯაროდაც ვამბობთ". - წერია მოსიაშვილის გამოქვეყნებულ პოსტში.

ამავე ფაქტზე, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, გიორგი მოსიაშვილი პოლიციამ სახლიდან წაიყვანა და სად არის, არ იციან.

"პოლიციამ სახლიდან წაიყვანა გიორგი მოსიაშვილი, იგივე მოსე, გირჩი ტვ-ს თანამშრომელი.

არ ვიცით სად ჰყავთ, არ ვიცით რას ედავებიან.

ერთადერთი რაც ვიცით ისაა რომ გუშინ იმედმა და პოს ტვ-მ გაუვრცელეს 2 თუ 3 წლის წინანდელი, შემოგზავნილი სუსელის მიერ ჩაწერილი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაცია". - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები