ტაბულას ბათუმის 8 ოქტომბრის ტრაგედიის ფოტოები ფოტოგრაფმა Lasha Ph-მ მიაწოდა.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს.
ამ დროისთვის მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან ორი ადამიანის გამოყვანა შეძლეს. მძიმეა კლინიკაში გადაყვანილი ქალის მდგომარეობა, რომელიც ნანგრევებიდან პირველი იყო, ვინც ამოიყვანეს.