ბაკურიანი

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა

ბაკურიანი

ბაკურიანში  28 მარტს მოწყვეტილ თოვლის მასაში მოყოლილი ადამიანის ძებნა განახლდა.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს ინტენსიური ძებნა-შველის ოპერაცია გამთენიიდან მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები 28 მარტს ზვავსაშიშროების გამო შეჩერდა

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ თოვლის მასაში ჯერ კიდევ არის ერთი ადამიანი მოყოლილი, ხოლო 4 - გამოყვანილია. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ისაუბრა. 

"ბაკურიანელები, 5 ადამიანი დღეს დილით ციხისჯვარის მიმართულებით იყვნენ წასულები ე.წ. ბურანებით, რა დროსაც ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლის მასა. 4 ადამიანი არის სამშვიდობოს გამოსული, ხოლო ერთი ადამიანი კვლავ არის მოყოლილი თოვლის მასაში. ვინაიდან ადგილი ფეხით მისასვლელად ძალიან რთულია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი, შესაბამისი რაოდენობის მაშველები, გადაყვანილები არიან ადგილზე, ამ მთაზე". - ამბობს ამირანაშვილი.

კომენტარები