საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

GFF: UEFA-სთან ბოლო დეტალები ზუსტდება და ბილეთებზე ინფორმაცია ახლო მომავალში გასაჯაროვდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახურმა ტაბულასთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მატჩების ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით UEFA-სთან ბოლო დეტალები ზუსტდება და ინფორმაცია ახლო მომავალში გასაჯაროვდება.

კითხვაზე, თუ რატომ არის დაწყებული უკრაინელი და პოლონელი გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა UEFA-ს პლატფორმაზე და ქართველებისთვის არა, მიუხედავად იმისა, რომ ევრო 2024-ზე მათი მონაწილეობაც 26 მარტს გადაწყდა, GFF-ში გვიპასუხეს, რომ "ბილეთების გაყიდვის პროცესის შესახებ დეტალები UEFA-სთან ერთად წყდება და ოფიციალური ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი".

როგორც UEFA-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, კარს უკან მდებარე ტრიბუნებზე ბილეთების ფასი 30 ევრო იქნება, მესამე კატეგორიის ბილეთები 60 ევრო ეღირება, მეორე კატეგორიის 150 ევრო, პირველი კი - 200 ევრო. VIP კატეგორიის ბილეთების ფასი 400 ევრო იქნება.

საქართველო პირველ მატჩს 18 ივნისს ქალაქ დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, შემდეგ ჩეხეთს ქალაქ ჰამბურგში დაუპირისპირდება, ჯგუფური ეტაპის დასკვინითი შეხვედრა კი პორტუგალიასთან ქალაქ გელზენკირხენში გაიმართება.

კომენტარები