ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ადვოკატი: დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს

ლაზარე გრიგორიადის ადვოკატის, ლიკა ბითაძის თქმით, ლაზარე ციხეს, დიდი ალბათობით, დღეს დატოვებს.

"განაჩენი უკვე დაცვის მხარეს აქვს. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თუ არა, ვერ გეტყვით, მაგრამ დასაბუთებული განაჩენი მზადაა და დიდი ალბათობით, ლაზარე ციხეს დღეს დატოვებს. პენიტენციურს დრო ღამის 12 საათამდე აქვს. როგორც კი რაიმე სიახლე გვეცოდინება, აუცილებლად გაცნობებთ". - თქვა ლაზარეს ადვოკატმა მთავარ არხთან სატელეფონო საუბარში.

11 აპრილს, 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულ 22 წლის ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში თქვა, რომ ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება დილის 10 საათზე მიიღო.

"მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს". - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები