რუსთავის საკრებულო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია საქართველოსთვის წევრი, თანამდებობიდან გადააყენეს

რუსთავის საკრებულო
REGINFO

რუსთავის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საქართველოსთვის წევრი საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია გადააყენეს - ინფორმაციას პარტია საქართველოსთვის ავრცელებს. 

"ნინო, „განაცებას“ გილოცავ! - ხუმრობის გარეშე, მე უკვე მჯერა, რომ ოცნებას და ნაცმოძრაობას შეიძლება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთიანი სია ჰქონდეთ" -  IPN-ის ცნობით, ასე მიმართა საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს. რუსთავში ქართული ოცნებისა და საქართველოსთვის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

პარტია საქართველოსთვის ცნობით, დაპირისპირების გამო ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო. 

"აღნიშნული ფაქტი, რუსთავის საკრებულოს შენობასთან გააპროტესტეს პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა და მხარდამჭერებმა. პროტესტის მსვლელობისას, ქართულმა ოცნებამ პროვოკაციებს მიმართა, იყო დაპირისპირების მცდელობები.

ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის რამდენიმე, ექვსამდე თანამშრომელმა, დაინახა რა რომ სიტუაცია დაძაბული იყო, ნაცვლად ვითარების განმუხტვისა და დაპირისპირებული მხარეების ერმანეთისგან განრიდებისა, საკრებულოს უკანა კარიდან გაიქცნენ.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ღია თანამშრომლობის თვალსაცინო მაგალითი, როგორც მომავალ არჩევნებში ერთმანეთისთვის კოალიციის შექმნის გენერალური რეპეტიცია" - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იქამდე, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში, სადაც თავმჯდომარის პოსტს საქართველოსთვის წევრები იკავებდნენ, თავმჯდომარეების გადაყენებას გეგმავდნენ. ბექა ლილუაშვილის თქმით, ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა, რათა მოხდეს საქართველოსთვის წევრი თავმჯდომარეების იმპიჩმენტი.

კომენტარები