რუსული კანონი

მდინარაძე სენატორებზე: დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ

ჩემთან მიმართებით? მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება, კანონის ინიცირებისა და მხარდაჭერისთვის რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები ერთი, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით, აი, დიდი სიამოვნებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, [როცა] კანონმდებელი კანონის ინიცირებისთვის დაასანქცირეს...

... აი, დიდი სიამოვნებით, პირადად დაველოდები, მე ვარ ამ საკითხის მთავარი გამომტანი, დიდი სიამოვნებით დაველოდები, როდის ალაპარაკდებიან  უფრო მკაფიოდ, რომ დაასანქცირებენ მამუკა მდინარაძეს იმისათვის, რომ მან კანონი გამოიტანა... "გამჭვირვალობის შესახებ" თუ დააყოლებენ, ძალიან კარგი იქნება. აი, ამ ნარატივში ხართ ჩარჩენილი, აი, ამას ავრცელებთ თქვენც, ქართველი ჟურნალისტები ლაპარაკობთ, რომ გამჭვირვალობის კანონისთვის შეიძლება, დაასანქცირონ კანონის გამომტანი.

დიდი სიამოვნებით დაველოდები უფრო მკაფიო განცხადებას პირადად ჩემთან დაკავშირებით და რა ვთქვი იცით, ამასწინ? ქართველები დამოუკიდებლობისთვის თავს წირავდნენ, სიცოცხლეს წირავდნენ და რა სანქცია და რა სისულელეებზე ლაპარაკი, ცოტა დავფიქრდეთ და ყველა დაფიქრდეს, ვინც ამ რაღაცა სულელური შანტაჟით გადაწყვეტს გადაწყვეტს ქართველების, ქართველი კაცის თუ ქალის დასანქცირებას და დაშანტაჟებას.

არანაირი სანქცია ვერ და არ დაგვემუქრება და კიდეც რომ დაგვემუქროს, თუ გამჭვირვალობის კანონის ინიცირებისთვის სანქცია უნდა მივიღო, დიდი სიამოვნებით, მზად ვარ ამისთვის.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე 14 სენატორის წერილზე.

26 აპრილს ამერიკის ხმამ  რუსულ კანონთან დაკავშირებით გამოაქვეყნა აშშ-ს 14 სენატორისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი მწვავე წერილი, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმს სანქციებს, სავიზო შეზღუდვებს და ფინანსური მხარდაჭერის გადახედვას ჰპირდებიან.

კომენტარები