რუსული კანონი

ხაბეიშვილი სპეცრაზმზე: იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა

გითხრათ რას ლაპარაკობდნენ, თუ გაინტერესებთ, როცა ასე ვთქვათ მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ შენი გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე.

იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ, ცხადია ეს ფუფუნება არ მივეცი, რატომ წივიხართ გადაღებულია აქვთ ტელეფონით, თქვენ მაინც განახებენ.

ასე ამბობდნენ, რომ თუ ვეტყოდი რომ ჩმორი ვარ, აღარ დამარტყამდნენ, ამაზე პასუხი რომ მიიღეს, კიდევ უფრო მაგრად მომხვდა, სხვათა შორის.

ეს არის რუსეთი, ახლა რასაც ხედავთ ჩემს ტანზე და ჩვენდა სამწუხაროდ, ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ ახლა ხაბეიშვილს ესე რომ აქვს, მაგრამ ჩვენ შვილებს დასდევდნენ ესენი იქ და მე მახსოვს აქ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. 

თქვა პარლამენტის სხდომაზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმის მიერ ნაცემმა ლევან ხაბეიშვილმა. 

კომენტარები