საქართველო-უკრაინა

პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება

4 მაისს პარიზში უკრაინისა და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი მარში გაიმართება, სახელწოდებით ევროპული სოლიდარობა: უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის. 

მარშის ორგანიზატორები არიან უკრაინელების კავშირი საფრანგეთში და საფრანგეთიდან დანახული საქართველო.  

"ვიკრიბებით შაბათს 4 მაისს 15:30 ზე პანთეონის მოედანზე პარიზში. ჩვენ მეგობარ უკრაინელებს შევუერთდით რათა ერთად უარი ვუთხრათ რუსულ მთავრობას, რუსულ კანონს და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი სურვილი, რომ ევროპულ ოჯახს შევუერთდეთ. შემდეგი მაშტაბური აქცია პარიზში გაიმართება რუსული კანონის მესამე მოსმენის პერიოდში" – ვკითხულობთ საფრანგეთიდან დანახული საქართველოს განცხადებაში.

კომენტარები