რუსული კანონი

აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ მიდიან

მსვლელობა ქართული ოცნების ოფისისკენ, 3 მაისი
ფოტო: ტაბულა

სასტუმრო პარაგრაფთან შეკრებილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისთან მიდიან.

მოქალაქეებმა სასტუმროსთან, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტის მიღება იმართებოდა, შეკრება 18:30 საათზე დაიწყეს. მათი მიზანი საერთაშორისო სტუმრებამდე რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის მიტანა იყო.

სასტუმრო პარაგრაფთან სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ დაკავებულმა მათ შეაგინა. სირაძემ საუბრისას დაამატა ისიც, რომ "პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე".

აქცია სასტუმროსთან 21:00 საათზე დასრულდა და დემონსტრანტები მსვლელობით ქართული ოცნების ოფისისკენ გაემართნენ.

კომენტარები