რუსული კანონი

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: მათ კეთილსინდისიერებაზე კითხვის ნიშნები არსებობს

რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებას - ბევრი მიზეზის გამო, ამის შანსი ნულია [...] როცა საუბარია ევროპარლამენტარებზე, ევროკომისია პირდაპირ გვეუბნება, რომ მათ არანაირი ყურადღება არ მივაქციოთ - ნული ყურადღება. ეს საკითხი მათი გადასაწყვეტი საერთოდ არ არის. მით უმეტეს, ამ ევროპარლამენტარების მიმართ ნდობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს 31 ევროპარლამენტარი წერილს წერს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენას აკრიტიკებენ და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებასა და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვას ითხოვენ

კომენტარები