რუსული კანონი

დუგინი: ქართული ოცნება უკეთ მოემზადა, აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან

სოროსის ქსელის პირველმა მცდელობამ საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის მიღება ჩაშალა. ამჯერად ქართული ოცნება, რომელიც უფრო და უფრო აღადგენს სუვერენულობას, უკეთ მოემზადა. უცხოელ აგენტებს მთის წესებით ცხოვრებას ასწავლიან.

8 მაისის გამთენიისას საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. რუსული სამყაროს ნარატივის იდეოლოგი, კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი წერდა. ამავე დღის ღამეს საქართველოში რამდენიმე ოპოზიციონერსა და აქტივისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

კომენტარები