რუსული კანონი

ბოკერია: სწორედ ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც რუსეთთან არის შეკრული

ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა - "არ აგარევინებთ" და "გლობალური ომის პარტია" გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო - სინამდვილეში, სწორედ ქართული ოცნებაა ძალადობრივი არეულობის პარტია, რომელიც საკუთარ ხალხთან და ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებულია და ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ ჩვენს მტერთან, რუსეთთანა შეკრული.

გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე, ლაშა ღვინიანიძეზე, არის საბუთი იმის, თუ როგორი შეშინებულია ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით, საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. და სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოვება.

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 

კომენტარები