რუსული კანონი

სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს – უჩა აბაშიძის ძმა

Formula

სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის დაკავებას მისი ძმა გამოეხმაურა. მისი თქმით, უჩა სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, ამიტომ ბევრი სათამაშო იარაღი აქვს და პოლიციამ მისი ბინიდან სათამაშო იარაღები გამოიტანა. 

"უჩა მოლაშქრეა, ყველამ იცის, მილიტარისტია... სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს...". - თქვა უჩა აბაშიძის ძმამ.

მისივე თქმით, უჩას დარეგისტრირებული იარაღებიც აქვს.

"მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც. როგორც მახსოვს, ორი აქვს. ერთი სანადირო თოფი აქვს". - თქვა უჩა აბაშიძის ძმამ.

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ის პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.

ადვოკატის თქმით, დაკავებულს ამ ეტაპზე ეუბნებიან, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული.

აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკდნენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც.

კომენტარები