17 მაისი

კობახიძე: მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ უქმედ, ფასეულობებს უნდა გავუფრთხილდეთ

ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს დღე უქმედ, როგორც მოგეხსენებათ.
მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული.

თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება.

სწორედ მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში შეიძლება, ჩვენ მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება.

ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ.

პრემიერი ირაკლი კობახიძე 17 მაისზე.

კომენტარები