რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bild: გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 3.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა უკრაინის დასახმარებლად დამატებითი თანხების გამოყოფის შესახებ. ინფორმაციას Bild am Sonntag სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის დახმარებისთვის 3.8 მილიარდი ევრო მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ დრომდე გამოყოფილი 7.1 მილიარდი ევრო მთლიანად დაიხარჯა და ახალი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად მხოლოდ 300 მილიონი დარჩა.

დაუგეგმავი ხარჯები დასამტკიცებლად გერმანიის პარლამენტს ივნისში წარედგინება.

გერმანიის ფინანსთა სამინისტროს ანონიმური წყაროს თქმით, მიმდინარე წელს ბერლინი კიევისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას გეგმავს.

"გერმანიამ უნდა შეძლოს უკრაინის თავდაცვის გაძლიერება. თუ შესაძლებელია, მიმდინარე წელს ჩვენ უნდა მივაწოდოთ მეტი იარაღი კიევს. თუ მთავრობასთან კონსესუსი შედგება, ვიპოვით გზებს იმისთვის, რომ ეს მიმდინარე ფინანსურ წელს მოხდეს". - უთხრა წყარომ გამოცემას.

კომენტარები