არჩევნები 2024

ხაზარაძე: ერთიანი სიის არ მჯერა, გავაგრძელებთ მუშაობას ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე

ამომრჩევლებს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება. მე არ მინდა ვიყო ასოცირებული იმ ძალასთან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას და სადამდე მივიდა ეს ქვეყანა, კარგად ვნახეთ. მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე, გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს ვერ გეტყვით.

ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთ სიაში არ ვიქნებით, ვერანაირი არგუმენტი ვერ დამარწმუნებს, ეს იქნება საჩუქარი ქართული ოცნებისთვის. ჩვენ არ ვართ ნაციონალური მოძრაობა, თუმცა დიდი სურვილი აქვს ქართულ ოცნებას რომ რამენაირად მიგვაწებოს მასთან, თუმცა ალტერნატიულ ცენტრს ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, საკმაოდ საინტერესო საუბრები გვაქვს და დეტალებს მომავალში მოგახსენებთ. 

ამბობს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. გუშინ, 20 მაისს გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ არჩევნებზე ყველაზე სწორი და მომგებიანი ფორმულა არის ოპოზიციის ერთი დიდი ერთობა.

კომენტარები