დიმიტრი სილაქაძე: რატომ წავაგეთ 1921 წლის თებერვალ-მარტის ომი?1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო, ხოლო მარტის მეორე ნახევარში კი ქვეყანა სრულად დაიპყრო. საბჭოთა ოკუპაცია სამოცდაათი წელს გაგრძელდა. თუმცა, საქართველოს სუვერენიტეტი მარტივად არ დაუთმია - ოკუპაციას წინ 5-კვირიანი სამხედრო ოპერაცია უძღოდა. თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, საქართველო დამარცხდა.