ჯერ კიდევ საბჭოთა ფილმებიდან ვიცნობთ ნაცისტური გერმანიის მმართველობაში არსებულ მეტოქეობას: ვისწავლეთ რუხი და შავი უნიფორმების გარჩევა და იმთავითვე ველით, რომ „გესტაპო” და „აბვერი” ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხელს უშლიან. მამაცი საბჭოთა მზვერავების წარმატება ხშირად სწორედ ამ გარემოებაზე იყო აგებული...
გამოდის, რომ შინაგანი კონფლიქტი ნაცისტურ გერმანიას ასუსტებდა. მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა...
საბჭოთა სცენარისტებისა და რეჟისორების ცალმხრივი მიდგომა გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდა ბევრი სერიოზული მკვლევრისთვისაც. მაგალითად, გერმანელი ისტორიკოსი ჰანს მომზენი ამტკიცებს, თითქოს ჰიტლერი ნაცისტური სამმართველო მანქანის შინაგან წინააღმდეგობებს რაღაც ყოყმანის ან გაუბედაობის გამო ითმენდა.
ასეთ ვითარებას ისტორიკოსი „ტოტალიტარიზმზე კარიკატურად” მიიჩნევს. საერთო სურათი ასეთი გამოდის: იერარქიის მწვერვალზე შემოსკუპებულა ქარიზმატული ლიდერი ადოლფ ჰიტლერი, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით შეაკოწიწა ნაციონალ-სოციალისტური პარტია, ნაცისტური სახელმწიფო ბიუროკრატია და რეპრესიული აპარატი; ეს სისტემა საკმაოდ ფხვიერი და არასტაბილურია, მას შეადგენს რამდენიმე ელიტური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ ჯიბრში არიან და შიგნიდან არყევენ სისტემას; ყველაფერი მხოლოდ ჰიტლერის მითოლოგიურ შარავანდედსა და პირად გავლენაზეა დამყარებული, უამისოდ კი თავისთავად დაინგრეოდა.
თითქოს მართლაც დამაჯერებელი სურათია. მაგრამ ამ ყბადაღებულ ქარიზმას ერთი თვისება აქვს: შორ მანძილზე უფრო ძლიერად მოქმედებს. როცა ბელადს ახლოდან ხედავ, უფრო ადვილად ამჩნევ მის ცხვირზე ამოსულ მუწუკებს, ამიტომაც უფრო ძნელია ირწმუნო მისი განსაკუთრებულობა. პირადი გავლენა და ქარიზმატული ძალა არასოდეს, ან მხოლოდ თავდაპირველად, ძალიან მოკლე დროის განმავლობაში არის აღზევების თავისთავადი მიზეზი, მერე უკვე მასაც სჭირდება გარედან კვება და გაძლიერება.
პარადოქსია, მაგრამ სწორედ ხსენებული შინაგანი კონფლიქტი კვებავს და აძლიერებს ბელადის ქარიზმას. როგორ?
მარტივად. როგორც სხვა გერმანელი მკვლევრის, ჰაინც ჰიონეს ნაშრომებიდან ირკვევა, ამისთვის საჭიროა ორი პირობა: 1) ელიტებს შორის მეტოქეობის საფუძველი მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდა იყოს - მათ შემოქმედებით პოტენციალსა და სახელმწიფო მართვის შესახებ შეხედულებებს არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; 2) არც ერთ ჯგუფს არ უნდა გააჩნდეს საკმარისი ძალა სხვებზე საბოლოო გამარჯვებისთვის.
ასეთ შემთხვევაში ყველა ელიტური ჯგუფისთვის ერთადერთი საყრდენი ბელადის პიროვნებაა, მხოლოდ მასში ხედავენ ისინი მსაჯულსა და დამხმარეს. თვით ჯგუფებს შორის დაძაბულობა კი რაღაც იძულებითი გარემოება ან გვერდითი ეფექტი კი არ არის, არამედ ტოტალიტარული სისტემის არსებითი ნაწილია.
მოკლედ: ბელადი კი არ იჭერს დაძაბულობას, არამედ ქმნის და აღვივებს მას - დანარჩენი თავისით ხდება და სუსტი, ერთმანეთთან კინკლაობას გადაყოლილი ჯგუფები ავტომატურად ყვებიან მისი ძალაუფლების ქვეშ.
დასკვნა ერთადერთია: ვერანაირი სახელმწიფო, გინდ ტოტალიტარული, გინდ დემოკრატიული, ვერ იარსებებს მნიშვნელოვანი სტრუქტურული კონფლიქტის გარეშე.
დემოკრატიასა და დიქტატურას შორის განსხვავება კი ამ კონფლიქტის ბუნებაზეც აისახება. განსხვავება ორია: 1) დემოკრატიის შემთხვევაში დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დაძაბულობის საგანი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდებით, არამედ უნდა ასახავდეს საზოგადოებაში რეალურად დაკვირვებად განსხვავებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს; 2) პოლიტიკურ ასპარეზზე კონფლიქტის ყოველ მონაწილეს უნდა ჰქონდეს გამარჯვების საშუალება.
საქართველოს მომავალი აღმშენებლობის პრობლემა არ გამოიხატება შეკითხვით: ჯერ სახელმწიფო თუ დემოკრატია? ამ შეკითხვაზე პასუხი ბანალურია და განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფო დემოკრატიის გარეშე გაძლებს, დემოკრატია კი წარმოუდგენელია, თუ სახელმწიფო არ იქნა.
ჩვენი პრობლემა სხვაა: არ არსებობს დემოკრატიის მოთხოვნათა შესაბამისი სტრუქტურული კონფლიქტი. ერთი: დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის დაძაბულობა ასახავს მხოლოდ ჯგუფების მისწრაფებას სახელისუფლებო პირამიდის მწვერვალისკენ და არავითარ კავშირში არ არის საზოგადოებაში არსებულ მრავალფეროვან ინტერესებთან. მეორე: არც ერთ ჯგუფს არა აქვს სხვაზე გამარჯვების თუნდაც თეორიული შანსი.
დანარჩენი უკვე შედეგია.
რა აუცილებელია ნიცშე და ვაგნერი, მით უმეტეს, რომ მათი აუცილებლობა არც 1930-იანი წლების გერმანიაში იყო უეჭველი? - საკმარისია საპატრიარქოს განცხადება, რომელშიც მოთხოვნილია რაღაც ბუნდოვანი მორალური თუ ზნეობრივი კატეგორიების შეყვანა სისხლის სამართლის კომპეტენციაში; საკმარისია გაუგებარი წარმოშობისა და შინაარსის, როგორც ეტყობა, რადიკალი ისლამისტებისგან ნასესხები წინადადება - „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა” - რომ სხვადასხვა სახის ფობიებით შთაგონებული და „ქვემოდან” წამოსული რეპრესიების შეჩერება სულაც არ იქნება ადვილი საქმე.
მომავალი საფრთხის პირველი ნიშნები უკვე გარკვევით ჩანს: თვით გარემოება, რომ ექსტრემისტებს მხოლოდ ხულიგნობის მუხლით სჯიან, აშკარად მიუთითებს, რომ სიბნელის წინაშე გულუხვმა დათმობებმა საშიშ ზღვარს მიაღწია, ქართული სახელმწიფოებრიობა კი არასაკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ დემოკრატია დაიტიოს.
`