საქართველოს მოდის კვირეული: სეზონი მეორე

მე­ო­რე სე­ზო­ნია იმარ­თე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­დის კვი­რე­უ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში მოღ­ვა­წე მო­დე­ლი­ო­რე­ბის და მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის კო­ლექ­ცი­ებს აჩ­ვე­ნებს. მო­დის კვი­რე­უ­ლი პირ­ველ რიგ­ში ახა­ლი დი­ზა­ი­ნის, ტა­ნი­სა­მო­სის ინ­დუს­ტ­რი­ის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის ამსახველი მოვ­ლე­ნა­ა, ჩვენ­თან კი სა­ხალ­ხო მხი­ა­რუ­ლე­ბის, თბი­ლი­სო­ბის ნა­წი­ლი იყო. და­სა­ფა­სე­ბე­ლი ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ევ­რო­პე­ლი სტუმ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კრი­ტი­კო­სე­ბი, სტი­ლის­ტე­ბი, ბლო­გე­რე­ბი – ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აცოცხ­ლე­ბენ მო­დის ინ­დუს­ტ­რი­ას. 

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია კარ­გი დი­ზა­ი­ნი არ­სე­ბობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ არის შე­სა­ბა­მი­სი, თა­ნა­მედ­რო­ვე ძლი­ე­რი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, სწო­რედ ამი­ტომ, კვი­რე­ულ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ უსუ­სუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.
4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­სა და სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მოწყო­ბილ 3 პო­დი­უმ­ზე სუს­ტი კო­ლექ­ცი­ე­ბით 19 ქარ­თუ­ლი მო­დის სახ­ლი და 4 უცხო­ე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი წარ­დ­გა. გას­პარ იურ­კე­ვი­ჩის და აილაბ მი­ლა­ნოს კო­ლექ­ცი­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო გახ­ლ­დათ. არ იყო ცუ­დი ქე­თი ჩხიკ­ვა­ძე, გო­ლა და პე­პე­ლა. ზო­გა­დად კი ქარ­თ­ვე­ლი მო­დის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ღრმა ძი­ე­ბე­ბის მა­გი­ერ ან პირ­და­პირ ბა­ძა­ვენ ცნო­ბილ დი­ზა­ი­ნე­რებს, ან უკ­ვე ცნო­ბი­ლი, შემ­დ­გა­რი მო­დე­ლე­ბის უსა­ხურ ას­ლებს აკე­თე­ბენ. უც­ნა­უ­რი­ა, მაგ­რამ მე­დი­აც მო­მენ­ტა­ლუ­რად იწყებს „თბილისი Live”-ის პი­რო­ბებ­ში მა­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად დაწყე­ბუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვუ­რი ცხოვ­რე­ბის მო­ნი­ტო­რინგს და არ ინ­ტე­რეს­დე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი კრი­ტი­კით, რე­ა­ლუ­რი ნა­მუ­შევ­რით. გა­სა­ო­ცა­რი­ა, რომ კრი­ტი­კო­სებ­თან და მო­დის ინ­დუს­ტ­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან არ გა­ი­მარ­თა სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კუ­სი­ა, აზ­რის გაც­ვ­ლა. ამ მხრივ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­დე­ლი­ო­რე­ბი ერ­თ­ნა­ი­რად მო­რი­დე­ბუ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ.
 

ჩა­მო­სულ სტუმ­რებს შო­რის გახ­ლ­დათ საფ­რან­გე­თის Prêt-à-Porter-ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ჟან­-­პი­ერ მო­შო, სტი­ლის­ტი ქეტ­რინ ბა­ბა, Style.com-ის კრი­ტი­კო­სი ბეტ არ­ნოლ­დი და ბლო­გე­რი იუვენ რო­დი­ჩი. პა­რი­ზე­ლი რო­დი­ჩი ამ­ჟა­მად ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს, ბევრს მოგ­ზა­უ­რობს, ფო­ტობ­ლო­გინ­გი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი წიგ­ნის და ბლო­გის Facehunter-ის ავ­ტო­რი­ა. მან თბილი­ს­ში უამ­რა­ვი ფო­ტო გა­და­ი­ღო და თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა უკ­ვე და­იწყო: „ეს სივ­რ­ცე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია სხვა ად­გი­ლე­ბის­გან, სრუ­ლი­ად არა­საბ­ჭო­თა­ა, პა­რი­ზი­სა და ბომ­ბე­ის ნა­ზა­ვი­ა. მინ­და ხალ­ხის, უბ­რა­ლო ცხოვ­რე­ბის და სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პე­რი­ო­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნახ­ვა, მა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლუ­რი, ნაღ­დი”. ჟან­-­პი­ერ მო­შომ კი ლა­კო­ნუ­რად და­ა­ხა­სი­ა­თა მო­დის კვი­რე­უ­ლი: „მოდაში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მი და შრო­მის სიყ­ვა­რუ­ლი მთა­ვა­რი­ა, კვი­რე­უ­ლი ახა­ლი­ა, სა­ინ­ტე­რე­სო და­საწყი­სი­ა, მაგ­რამ დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა გჭირ­დე­ბათ, რომ დღე­სას­წა­უ­ლი საქ­მედ აქ­ცი­ოთ”.

 

 

კომენტარები