მოსკოვში კავკასიელებს გაუსწორდნენ

11 დეკემბერს მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე ფეხბურთის ”ფანატებისა” და ნაციონალისტური ორგანიზაციების მიერ მოწყობილი აქცია არასლავური წარმოშობის მოქალაქეებზე ძალადობასა და მილიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

”მოვკლათ შავტრაკები! ურტყი ურიებს!” ლოზუნგის ქვეშ მოსკოვი რამდენიმე საათით მასობრივი ძალადობის არენად იქცა. ოფიციალური მონაცემებით, მიტინგზე 5000 , რუსი ბლოგერებისა და ჟურნალისტების მონაცემებით კი, 10 000-მდე ადამიანი მივიდა. ოფიციალური მონაცემებით არეულობის დროს დააკავეს 65 ადამიანი, დაშავდა  30. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია აქციის ერთი მონაწილე. მანეჟის მოედანზე მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში გადასცეს სამთავრობო არხებმა.

საპროტესტო აქციის ჩატარება საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” ”ფანატებმა” 11 დეკემბრამდე სამი დღით ადრე დააანონსეს. ისინი მათი კლუბის წევრის, ეგორ სვირიდოვის მკვლელობას აპროტესტებდნენ. სვირიდოვი 6 დეკემბერს მოსკოვში კავკასიელებთან ჩხუბისას მოკლეს. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნურგალიევმა ძალადობაში არა საფეხბურთო კლუბის ”ფანატები”, არამედ ნაცონალისტური რადიკალური დაჯგუფებები დაადანაშაულა და ისინი აქციის ორგანიზატორებად დაასახელა. ინტერნეტით გავრცელდა მოწოდება კავკასიელებისადმი - შეიკრიბონ და სამაგიერო გადაუხადონ რუს ფაშიტებს.

სპარტაკის ”ფანატები” მოსკოვის ელიტურ ორგანიზაციად ითვლება, რომელიც  რამდენიმე ნაცინაონალისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. ”ფანატები” კარგად ორგანიზებული, სამხედრო-საბრძოლო მომზადების მქონე ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც მოსკოვის ხელისუფლების, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და მათი შვილები, ასევე მსხვილი ოლიგარქები არიან .

რა ხდებოდა მოსკოვში მანეჟის მოედანზე: რუსი ბლოგერის, ილია ვარლამოვის მონათხრობი:

”დემონსტრანტებმა აანთეს მაშხალები. პოლიცია არსად იყო. მიტინგი სკანდირებდა ”დიდება რუსეთს. კავკასია მოგვჭამე!” ”მოსკოვში რუსია ბატონი!” ”წინ რუსეთო, ჩვენ შენთან ვართ!” ”გავჟიმოთ კავკასია! გავჟიმოთ კავკასია!” ”არ მოჭამო მთელ რუსეთს!” ”ძირს ურიების ხელისუფლება!” , ”ურტყი ურიებს!” ”რუსები მოდიან!”.

აქციაზე იყვნენ ”მართლმადიდებელი მედროშეები”, რომლებიც კავკასიელების მოკვლის დიდი სურვილით გამოირჩეოდნენ. იყვნენ 15-16 წლის გოგონები, რომლებიც ყვიროდნენ ”სიკვდილი შავტრაკებს! რუსეთი რუსებისთვის!” რამდენიმე სპეცრაზმელი და მილიციელი აქციას შორიდან აკვირდებოდა.

მანეჟის მოედანი აქციის ჩასატარებლად სპეციალურად იქნა არჩეული. ეს არის კავკასიელების და სამხრეთელების საყვარელი ადგილი. ისინი აქ ყოველდღე სეირნობენ, ხულიგნობენ, ”ეკიდებიან” გოგებს, ჩხუბობენ. ასევე ტრადიციულია აქ ნაციონალური ცეკვების გამართვა, რომლის აკრძალვასაც მოსკოვის ხელისუფლება დიდი ხანია უშედეგოდ ცდილობს. იმ დღეს იქ არავინ იყო. მილიციამ ყველა გაიყვანა.

ჩხუბი და არეულობა შვიდი კავკასიელი მოზარდის გამო დაიწყო, რომლებიც მანეჟის მოედანზე ტრადიციულად სეირნობდნენ. ბრბომ ისინი დაინახა და ცემა დაუწყო. სპეცრაზმელებმა შეძლეს მათთვის მსხვერპლის ხელდან გამოგლეჯა, თუმცა ცემისგან მოზარდების დაცვა ვერ შეძლო. ბრბო მილიციისგან მოითხოვდა გადმოეცა ისინი, სპეცრაზმმელებმა ამაზე უარი თქვეს. ფეხბურთის ფანატების მთელი აგრესია მილიციაზე გადავიდა და დაიწყო მასობრივი ძალადობა.

მილიციელების მისამართით ისროდნენ არმატურის ნაჭრებს, ქვებს, ყინულის ნატეხებს, მაშხალებს, ”მოლოტოვის კოქტეილებს”. მოედნის გაწმენდის მცდელობისას დააკავეს 70 ადამიანი, მათ შორის, 15 არასრულწლოვანი. გავრცელდა ხმები, რომ საავადმყოფოში მოხვდა 9 მილიციელი. მოედნის ნაწილობრივი გაწმენდის შემდეგ მომიტინგეებმა ბარიკადები ააგეს. მათთან მოლაპარაკებას მოსკოვის მილიციის უფროსი, ვლადიმერ კალაკოლცევი შეეცადა.  მან პირობა დადო, რომ წესრიგს დაამყარებდა.

”სიაფანდი! სიაფანდი!” სკანდირებდა ბრბო. ”მოიხსენით ნიღაბი! თქვენ გენერალს ელაპარაკებით! ” მიმართა კოლოკოლცევმა მომიტინგეს. ”არ მოვიხსნი! თუ გინდა, ვილაპარაკოთ!” ”რატომ გაუშვით ვოლკოვის მკვლელები?!” (ეგორ სვიროდოვთან ერთად დაჭრეს ”ფანატების ” კლუბის სხვა წევრი ვოლკოვი, რომლიც რეანიმაცულ განყოფილებაში იმყოფება) ”რამდენი გადაგიხადეს ამაში?! რატომ არ დაისაჯნენ მკვლელები?! ”ჩვენ არავის ვსჯით, ეს შეკითხვები პროკურორს დაუსვით”- თავს იმართლებდა მილიციის უფროსი. ”მაშინ შენ რას მოეთრეოდი?! პროკურორი მოვიდეს” - ყვიროდნენ მომიტინგეები. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, მოლაპარაკება შედგა - პოლიციამ უკან დაიხია, მომიტინგეებმა კი დაშლა დაიწყეს.

დაშლილი ფანატების ბრბო მეტროს მიაწყდა. მეტროსადგურ ”ოხოტნი რიად”- ის სადგურზე მათ მეტროდან გამოჰყავდათ არასლავური გარეგნობის ადამიანები და სცემდნენ მათ პირდაპირ პლატფორმაზე. ერთ-ერთი უზბეკი გააშიშვლეს და სცემეს ისე, რომ გრძნობა დაკარგა. ამ ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა მეტროს 10 მილიციელი, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ. ”ფანატებს” მოქალაქეების ცემაში ხელს არავინ უშლიდა. რამდენიმე ადამიანმა გაქცევა სცადა, მაგრამ ფანატები ბევრნი იყვნენ.

მეტროს მილიციამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ კავკასიური გარეგნობის რამდენიმე მოქალაქე მეტროს მილიციის განყოფილებაში დამალა. სპეცრაზმი დაგვიანებით მოვიდა. ტრიუმფალურ მოედანზე, როდესაც მხოლოდ 500 კაცი იკრიბება (ტრიუმფალურ მოედანზე შეკრებას ცდილობს ხოლმე კრემლის პოლიტიკური ოპოზიცია. მათ აპატიმრებენ და შლიან არასანქცირებული მიტინგის გამო ) ჯარისკაცებისა და მილიციის ჯაჭვის გაკეთება არავის ავიწყდება, მაგრამ როცა წინასწარ დაანონსებულ, ნაციონალისტურ, არასანქცირებულ მიტინგზე 10 000 ადამიანი იკრიბება, არც მილიციაა არსად და არც სპეცრაზმი - მხოლოდ 10 მილიციელი უყურებს, როგორ სცემენ ადამიანებს საჯაროდ, ყველას თვალწინ, მეტროს სადგურის პლატფორმაზე.”

კომენტარები